ქალის სახელები
ჯამილა (არაბული) " მშვენიერი ". იგივეა, რაც კამილა. შეადარეთ აგრეთვე ვაჟის სახელი ჯემალ.
ჯანეტა (არაბული) " სამოთხე ", შეადარე ჟანეტა.
ჯახანა (სპარსული) " სამყარო ".
ჯავარა – მომდინარეობს არაბული ჯავარ სიტყვისაგან, რაც ნიშნავს " ძვირფას ქვას ", " თვალმარგალიტს ", აქედან კი - " ბრწყინვას ", " მომხიბლაობას ". ამრიგად, ჯავარა (იგივე ჯავაირა) მნიშვნელობით შეესატყვისება მარგალიტა-ს, ანდა ნიშნავს " მომხიბვლელს ", " ტურფას ".
ჯანიკო – სპარსულ სახელს ‘ჯან’ ( " სული ", " საყვარელი ") დართული აქვს ქართული სუფიქსი ‘იკ’-ო. ამრიგად, ჯანიკო იგივეა, რაც " სულიკო " ან " საყვარელა ".
ჯულიეტა – იულიას იტალიური ფორმაა (იულია იტალიურად გამოითქმის როგორც ჯულია, ფრანგულად ჟიული. ამ უკანასკნელის საალერსეო ფორმაა ჟულიეტ).