აზნაურთა გვარების წარმომავლობა

 

საქართველოს თავად-აზნაურთა გვარების ისტორიის წინამდებარე ელექტრონული ვერსია შედგენილია ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, მწერლისა და მეცნიერის, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილის იოანე ბაგრატიონის-ბატონიშვილის (1768-1830) გენეალოგიური ნაშრომის "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა" მიხედვით, რომელიც ქართული გვარების წარმოშობისა და ისტორიისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მასში მოცემულია საქართველოს სამეფოს სამასზე მეტი თავად-აზნაურის გვარის ეტიმოლოგია, მათი სოციალური მდგომარეობა და სხვ.

აღნიშნული ნაწარმოები პირველად გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძემ 1884 წელს ჟურნალ "ივერიაში", სადაც ილია აღნიშნავს, რომ "ეს აღწერა ანუ ისტორია საქართველოს თავადთა და აზნაურთა გვარებისა ამოვწერეთ ხელნაწერებიდგან, რომელიც პროფესორს დ. ი. ჩუბინაშვილს ჰქონია თავის ბიბლიოთეკაში". ილიას მიერ "ივერიაში" გამოქვეყნებული გვარების ეს აღწერა სრულად გადაუწერია ხელით ცნობილ მწერალსა და ისტორიკოსს პოლიევქტოს კარბელაშვილს (1855-1936) და ეს ხელნაწერი ინახება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში (ფონდი 1461, საქმე 27). ხოლო, იოანე ბატონიშვილის იგივე ნაშრომი 1997 წელს ცალკე წიგნადაც გამოქვეყნდა (რედაქტორი და გამომცემელი ზურაბ კაცელაშვილი) ილიას მიერ "ივერიაში" დაბეჭდილი ტექსტის მიხედვით.

იოანე ბატონიშვილის ეს ნაშრომი მნიშვნელოვან და ძვირფას წყაროს წარმოადგენს ქართული გენეალოგიისათვის. ამის მიუხედავად, ზოგიერთი მისი ცნობა არადამაჯერებლად გამოიყურება და მოითხოვს დამატებით მეცნიერულ შესწავლას, რაც ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს. თუმცა, ვინაიდან მკითხველს უცნაურად მოეჩვენება იოანეს მიერ ზოგიერთი ჭეშმარიტი ქართული გვარის წარმომავლობის დასახელება "კიტაიიდან", ეთიოპიიდან, იტალიიდან, სპარსეთიდან, სომხეთიდან თუ სხვ. მხრიდან, საჭიროდ ჩავთვალეთ მოკლეთ განვმარტოთ ამის მიზეზი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფეოდალური ხანის თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველი დაწინაურებული გვარი თავისი წინაპრების უცხო სახელმწიფოთა რომელიმე წარჩინებული გვარის ნათესავად წარმოჩენის სურვილით იყო შეპყრობილი. მაგალითად, რუსეთის ზოგიერთი დიდგვაროვანი ცდილობდა დაესაბუთებინა, თითქოს მისი მოდგმა ვარიაგებისაგან (ვიკინგებისაგან) მოდიოდა. უნგრელი წარჩინებულები (გრაფები: ჰადიკები, ზიჩები და სხვ.) კი ცდილობდნენ ქართველების თავიანთ სისხლით ნათესავებად გამოყვანას (რ. ხუციშვილი, უნგრულ-კავკასიური პრობლემა, თბილისი 1994, გვ. 212). შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოში ბაგრატიონები თავიანთ შთამომავლობას მიაკუთვნებდნენ ებრაელთა მეფეებს - ბიბლიურ იესეს, დავითსა და სოლომონს. მათი ტიტულაცია ხომ ასე იწყებოდა: "ჩვენ იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატოვანმან..." ცნობილია, რომ ორბელიანები ჩინელებს აცხადებდნენ წინაპრებად. ასევე უცხოელობდნენ წინაპრებით ამილახვრები, ერისთავები, ციციშვილები და სხვ. პროფესორი იასე ცინცაძე სამართლიანად აღნიშნავს (რუსეთის ადრეფეოდალური სახელმწიფო, თბილისი 1968, გვ. 26), რომ გვარის არარსებულ ისტორიას იმისათვის თხზავდნენ, რომ ადგილობრივი გაბატონებული წრეებისაგან განსხვავებულიყვნენ და სხვებისაგან განსხვავებით მფლობელობის უფლებები თითქოს იმთავითვე უცხო ქვეყანაში ჰქონოდეთ მათ წინაპრებს მინიჭებული.Aაკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის აზრით, "ხშირად ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი ფენის, დინასტიის წარმომავლობას ეხებოდა საქმე, რომელიც ამით ცდილობდა კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯვნოდა თავისი ხალხის ძირითად მასას" (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბ. 1970, ტ. I, გვ. 313).

იხ. თავადთა გვარების წარმომავლობა.

'

ქვემოთ გთავზობთ ასეთი ინფორმაციის ზოგიერთ ნიმუშს: 

დანდლის შვილი (საციციანოს ხეობის აზნაური)

ამათნი წინა-პარნი იყვნენ მონათესავენი დიასამიძისანი და მცხოვრებნი ახალციხეს აზნაურადვე მიღებულნი, რომელიც იყო მორდალ აღად წოდებული დიასამიძის გვარისა ახალციხეს მოსახლე მისი მახლობელნი ნათესავნი. გარნა გაუგვარდათ დანდალის შვილობა მიზეზითა ამით, რომელ ამათი პაპათთაგანნი ეწყობოდა ჩანგლით ნადირობასა თევზისასა, (რომელ დანდალი ნიშნავს ჩანგალსა) და ამის გამო უწოდეს დანდალის შვილობა ძეთა მისთა და მერე გაიგვარეს გვერდწითელობაცა. ოდეს ნადირობდა ვახტანგ მეფე თრიალეთსა, ერთმან ამათგანმან მოკლა ერთი ირემი და მეფემან იხილა შორით და ბრძანა, მომგვარეთ კაცი, რომელსა აქვს გვერდებზედ წითელი, რადგანაც ეკერა კაბის გვერდებზედ წითელი მაუდი და ოდეს მოვიდა მეფესთან უბრძანა: ბარაქალა გვერდ-წითელოო, და მუნიდგან ეწოდა გვერდ-წითელობაცა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინაცა დანდალის შვილებად.

დივანაშვილები (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

არიან გვარით დვიანთის გვარისა თუმანის შვილებთაგანი, გილანიდამ მოსრულნი. ამათმა გვარმა პირველმა განითვისა თუმანიშვილობა და მეორემ დივანიშვილობა.

 

მომსახურების პირობები

*      წინამდებარე ანბანურ ვერსიაში მოცემული იოანე ბატონიშვილის მიერ შედგენილი ქართველ აზნაურთა გვარების ისტორიის სრული ტექსტის მისაღებად საჭიროა გადარიცხვით გადაიხადოთ ლარი, ხოლო უცხოეთიდან $ 7 ან € 6.

*      ქვემოთ მოცემულ საბანკო ან სხვა ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის შემდეგ, დაუყონებლივ გამოგიგზავნით ელ–ფოსტით თქვენთვის სასურველი ისტორიის სრულ ტექსტს.  გთხოვთ მოგვწეროთ რომელი გვარის შესახებ გსურთ ინფორმაციის მიღება: geogen@geogen.ge

 

                                                 ჩვენი საბანკო რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია

პროკრედიტ ბანკი
ბანკის კოდი: 220101922
მიმღები: ხუციშვილი რევაზი
ანგარიშის ნომერი: GE98 PC05 1360 0100 0002 23

ProCredit Bank Georgia
0112 Tbilisi, Aghmashenebeli ave. 154
Swift code: MIBGGE22
Beneficiary Customer: Khutsishvili Revazi
Account number and currency: GE98PC0513600100000223

 


მობილური:  5(99) 23–54–17

geogen@geogen.ge
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რეზო ხუციშვილი

 

2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიერ გვარების დალოცვა, მოწოდება, რომ თითოეულმა საკუთარი გვარის ისტორია გაიცნოს, უდიდეს საქმედ მიგვაჩნია. იმავე წელს, ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთმა ‘ყველა სიახლე’ გამოაქვეყნა ჩვენი ინტერვიუ, სადაც ვისაუბრეთ ქართული გენეალოგიური კვლევების აქტუალობაზე.    
 
მას შემდეგ ფუძნდება სხვადასხვა საგვარეულო კავშირები, რომელთა წარმომადგენლები აქტიურად იკვლევენ საკუთარი გვარის ისტორიას, სიმბოლიკას და სხვ., სამების ტაძარში კი რგავენ საგვარეულო ხეებს და ა. შ. აღნიშნულ საქმიანობაში ჩვენც შეგვაქვს მოკრძალებული წვლილი, რაც გამოიხატება ამა თუ იმ გვარის ისტორიის გამოკვლევასა და სათანადო ფორმით მომზადებაში. ასეთი სამუშაო ჩავატარეთ შემდეგი გვარების შესახებ: ადამაშვილი [გამოიცა წიგნად], ბეგიაშვილი, გოგოლაძე [გამოიცა წიგნად], გულბანი, დარჩიაშილი, დოხნაძე, ედიშერაშვილი [გამოიცა წიგნად], ელიზბარაშვილი, თაბორიძე, კენკებაშვილი, ლაღიძე [იხ. ვებ-გვერდზე], მერებაშვილი, მშვილდაძე, პატარიძე, პირველი, ტაბატაძე, ქობალია [გამოიცა წიგნად], ქსოვრელი, ღვედაშვილი, შელია, ჯაჯანიძე...
 
თუ გსურთ გვარის ისტორიის მეცნიერული გამოკვლევა ან მასთნ დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მიღება, გთხოვთ იხილოთ გვერდი ‘რას გთავაზობთ’, სადაც მოცემულია ჩვენი მომსახურების პირობები.

 

'ოფიციალური სია საქართველოს აზნაურობისა, რომელიც შეტანილია ე. წ. “ბარხატნაია კნიგაში” (ხავერდოვანი წიგნი), გამოცემული  და დამტკიცებული სანკტ-პეტერბურგში, 1850 წ.

  

შაბურისძე(შაბურიშვილი), თურქესტანიშვილი, სააკაძე, საგინაშვილი, გაბაშვილი, მურვანიძე(მურვანიშვილი), ყორღანაშვილი, აბაზაძე, ფიცხელაური, გლურჯიძე, კობიაშვილი, გარაყანიძე, კორინთელი, ჩერქეზიშვილი, მუსხელიშვილი, მეღვინეთუხუცესი, ფურცელაძე, ჩრდილელი, გარსევანიშვილი, უთნელიძე, მახათელი, ზარდიაშვილი, ზანდუკელი, არეშიძე(არეშიშვილი), ჯომარჯიძე, ჟურული, ოქრომჭედლიშვილი, ბერძენიშვილი, ალექსიძე-მესხიშვილი, ნახუცრიშვილი, მახვილაძე, რჩეულიშვილი, ქუმსიაშვილი, დავითაშვილი, იშხნელი, მიქელაძე, მიქელაშვილი, ფანიაშვილი, მარკოზაშვილი, ორჯონიკიძე, საყვარელიძე, ცალქალამანიძე, კალანტარიშვილი, უზნაძე, კოტეტიშვილი, თავყელიშვილი, გრიგოლიძე, ფარესიშვილი, ელიოზიშვილი, მაღალაშვილი, თუხარელი, ქარსიძე, ქადაგიძე, კვალიაშვილი, ბოჭორიძე, ეგაძე, აღსაბაძე, ლოლაძე, თულაშვილი, ხმალაძე, სრესელი, მაჭავარიანი, ბასილაშვილი, ჩუბინაშვილი, ტატიშვილი, ძამაშვილი, კობახიძე, ჯაფარიძე, ნამორაძე, ყიფიანი, გაბირეხაშვილი, კლიმიაშვილი, ალიბეგაშვილი, დაფქვიაშვილი, ობლიძე, მაღრაძე, ალექსიძე, დუჩიძე, დეკანოზიშვილი, წინამძღვრიშვილი, ქურდოვანიძე, იონათამაშვილი, მუქერიძე, გვარამაძე, ჩივაძე, ჯანაშვილი, კარგარეთელი, ბაქრაძე, ბადრიაშვილი, ზედგენიძე, ქარუმიძე, ყანჩელი, ჩიკოიძე, ლიპარტიანი, ზაალიშვილი, ციმაკურიძე, ანანიაშვილი, მამაცაშვილი, შატბერიაშვილი, ბეჟანიშვილი, ნათაშვილი, რატიშვილი, ქავთარაძე, მესხიშვილი, რუსიშვილი, გოდაბრელიძე, ნაცვლიშვილი, ალხაზიშვილი, ნემსაძე, კორძაია, ლაშხი, ნიკოლაძე, ბაგრატიშვილი, თორთლაძე, ხანდამაშვილი, ბუჭყიაშვილი, ავთანდილაშვილი, სანთლიკუდაშვილი, კეცხოველი, პეტრიაშვილი, გიჟიმყრელი, გველესიანი, ბახუტაშვილი, სულხანიშვილი, მგალობლიშვილი, აბელიშვილი, იორამიშვილი, ზალდასტანიშვილი, ხირსელი, პოპიაშვილი, ფისაძე, ვეზირიშვილი, ჯაბადარი, ასლამაზიშვილი, ყარახანიშვილი, ყარაშვილი, არჯევანიძე, ოსიტაშვილი, ჩარექიშვილი, ბურდიაშვილი, გვერდწითელი, ანთაძე, ნასიძე, რცხილაძე, ბანცურიშვილი, ყიასაშვილი, კეზელი, კალატოზიშვილი, სავანელი, ლომიძე, კვანჭახაძე, ჯავახიშვილი, მამუჩიშვილი