გენეალოგიური ხის შესაქმნელი პროგრამა

ჩვენს მიერ მომზადებულ პირველ ქართულენოვან პროგრამას გარკვეული უპირატესობები გააჩნია დღეისათვის არსებულ ამავე დანიშნულების უცხოენოვან პროგრამებთან შედარებით. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის ქართული პროდუქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს შექმნას გენეალოგიური ხე ქართული მენიუს და გზამკვლევის გამოყენებით, სტატიებისა თუ ტექსტების განთავსებით ქართულ ენაზე და ა. შ. 

                                                                                  

ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ მისი ჩამოტვირთვა კომპიუტერში და ამობეჭდვა ქვემოთ მოცემული სურათის ან სხვა ფორმით.

                                                                                                            

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი პროგრამა არ არის ვებ-საიტი. იგი წარმოადგენს პროგრამას, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ თქვენს კომპიუტერში, ანუ, სხვაგან თქვეს გენეალოგიურ ხეს ვერ შეცვლიან, ვერ ნახავენ თუ თქვენ არ გაუგზავნით მას ელექტრონული თუ ქაღალდის სურათის ფორმატით. აგრეთვე, შეგიძლიათ გადაცეთ სხვა პიროვნებას თქვენი ხის მონაცემთა ბაზა, რომლის გამოსაყენებლად მას უნდა გააჩნდეს ჩვენი პროგრამა.    
ამრიგად, შეიძინეთ წინამდებარე ქართული პროგრამა, ადვილად შესაქმნელი და დაცული, რომლის ფუნქციონირების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც თვით პროგრამაში, ასევე ქვემოდ მოცემულ მეგზურში:

1.      მთავარ გვერდზე ჩაწერეთ იმ პიროვნების სახელი, გვარი, სქესი და დაბადების თარიღი, რომლის გენეალოგიურ ხეს ქმნით. ამის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს ‘დაწყება’ და თქვენს მიერ ჩაწერილი ეს ინფორმაცია გამოჩნდება ახალ გვერდზე მოცემულ უჯრედში, რომლის რედაქტირების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ აგრეთვე მისი პროფილის მთავარი თუ სხვა სურათები, დოკუმენტები, ვიდეო და ტექსტი განუსაზღვრელი რაოდენობით. აქვე უნდა ითქვას, რომ არც პიროვნებების ხეზე განთავსების საერთო რაოდენობაა შეზღუდული.

 

2.      ხეზე პიროვნებათა დასამატებლად დააყენეთ კურსორი უჯრედზე და გამოჩნდება ისრები, რომელთა გააქტიურების შედეგად მინიშნებული იქნება ვინ გსურთ დაამატოთ ამა თუ იმ პიროვნებას. შემდეგ დააწკაპუნეთ მასზე ვისაც ამატებთ (დედა,მამა, შვილი და ა. შ.) და გამოჩნდება სათანადო სარედაქტორო ფორმა ინფორმაციის შესატანად. 

3.      როდესაც ხეზე პიროვნებათა რაოდენობა ძალიან გაზრდილია, შესაძლოა პროგრამამ დამატებული პიროვნების უჯრედი განათავსოს მეტ–ნაკლებად შეუსაბამო ადგილას. ამიტომ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გადააადგილოთ  იგი ჰორიზონტალურად, თქვენთვის სასურველ ადგილას, კურსორის უჯრედზე დამაგრებით. ხოლო, კურსორის ეკრანზე დამაგრებით და მისი მოძრაობით (ოთხივე მხარეს) შესაძლოა ხე წარმოაჩინოთ ისე, რომ იხილოთ ხეზე განთავსებული ყველა წევრი, რომლებიც ხის ფართო მოცულობის გამო არ ჩანან ეკრანზე.   

4.      პიროვნებათა სქესის განსხვავებისთვის მოცემულია ორი ფერის უჯრედი. მასზე არსებული მწვანე ნიშანი აჩვენებს, რომ პიროვნება ცოცხალია, შავი – გარდაცვლილია. ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ თქვენ უნდა მონიშნოთ უჯრედში მისი თავიდანვე შეტანის ან რედაქტირების დროს. 

 

5.      თითოეულ უჯრედზე განთავსებული მცირე ფორმის ხის სიმბოლოს გააქტიურებით იქმნება მონაცემები ამ პიროვნების ირგვლივ. 

 

6.      ხეზე პროფილის ფოტოს შეტანის ოპტიმალური ხარისხისთვის, მისი ზომა უნდა განისაზღვროს შემდეგი პარამეტრებით: მაქსიმუმ 150x150 პიქსელი, მინიმუმ 48x48 პიქსელი. ფოტო და ვიდეოს განთავსება ხდება ერთსა და იმავე უჯრედში/სივრცეში. ვიდეოს გასააქტიურებლად იხმარეთ ღილაკი ‘გადიდება’.

 

7.      ხეზე რომელიმე პიროვნების გამოსაკლებად/წასაშლელად, ჯერ უნდა წაიშალოს მისი შთამომავალი, ან სხვა მომდევნო პირი, თუ ასეთი მოთავსებულია ხეზე, ვინაიდან, შიდა პიროვნებების წაშლა უაზროა, კერძოდ, ირღვევა შთამომავლობის ხაზი, ანუ, მშობლის გარეშე შვილის არსებობა გამორიცხულია. ხის სრულად და ერთიანად წაშლა შესაძლოა სათანადო ღილაკით. 

 

8.      შესაძლოა ხეზე მთავარი პირის ირგვლივ არსებულ პიროვნებათა გარკვეული რაოდენობის ქაღალდზე ამობეჭდვა და აგრეთვე შენახვა კომპიუტერში, რომლებსაც იხილავთ დაბლა (მარჯვნივ) არსებული შესაბამისი სიმბოლოების გააქტიურებით. 

9.      ეკრანზე ხის სრულად წარმოჩენა ხდება მისი მოცულობის დაპატარავებით, რომელიც რეგულირდება იქვე არსებული ‘გადიდება–დაპატარავების’ ფუნქციით. საიტს ახლავს პიროვნებათა საძიებო სისტემა და სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია.      

10.   შესაძლოა შექმნილი ხის ჩაწერა ცალკე დისკზე და მათი გადატანა სხვა კომპიუტერში, ანუ, მონაცემთა ბაზის იმპორტ-ექსპორტი. მაგრამ, მონაცემთა ბაზის სხვა კომპიუტერში შეტანა განხორციელდება მხოლოდ ხელახლად შეძენილ ასეთივე პროგრამაში, რადგან დაცულია პროგრამის ულიცენზიოდ გამოყენება-გავრცელება. რა თქმა უნდა, კონკრეტული კომპიუტერისთვის ერთხელ შეძენილ პროგრამას გააჩნია მუდმივი სარგებლობის უფლება და საშუალება.     


პროგრამის შეძენის პირობები

პროგრამის ღირებულებაა 70 ლარი,  ხოლო საზღვარგარეთიდან - $49. მას მიიღებთ თქვენთვის სასურველ ელ-ფოსტის მისამართზე დაუყონებლივ, ქვემოთ მოცემულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისთანავე. 
გთხოვთ წერილი შესყიდვის შესახებ გამოგვიგზავნოთ ამ მისამართზე:geogen@geogen.ge
 

პროკრედიტ ბანკი
ბანკის კოდი: 220101922
მიმღები: ხუციშვილი რევაზი
ანგარიშის ნომერი: GE98PC0513600100000223
 

ProCredit Bank Georgia
21 Al. Kazbegi Ave., Tbilisi 0160, Georgia
Swift code: MIBGGE22
Beneficiary Customer: Khutsishvili Revazi
Account number and currency: GE98PC0513600100000223
 

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ თქვენს შეკითხვებს სიამოვნებით ვუპასუხებთ.

რეზო ხუციშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მობილური: 5(99) 23–54–17
geogen@geogen.ge