ქალის სახელები
შვენა (ქართული).
შორენა (ქართული) მიღებულია ბორენა-საგან გრაფიკული ცვლილების გზით (ძველ ქართულ ანბანში შ და ბ ასოები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ამიტომ ბორენა შეიძლება შეცდომით წაეკითხათ როგორც შორენა), გააზრებულია როგორც " შორეული " (ძნელად მისაწვდომი). ეს სახელი ერქვა კონსტანტინე გამსახურდიას " დიდოსტატის მარჯვენაში " მთავარ გმირ ქალს, დიდოსტატ კონსტანტინე არსაკიძის სატრფოს.
შუქია (ქართული).
შუშანიკ, შუშანა – სომხური ფორმაა სუსანა-სი, რომელიც წარმოშობით ებრაულია და " წყლის შროშანს " ნიშნავს. ცნობილია სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული, ვარსქენ პიტიახშის მეუღლე შუშანიკ დედოფალი, რომლის წამებაც აღწერა იაკობ ცურტაველმა V საუკუნეში.