ქალის სახელები
ჟანეტა - ფრანგული ფორმაა არაბული სახელისა ჟანეტ ( " სამოთხე ") იხ. ჯანეტა.
ჟენია - ევგენია-ს არაზუსტი ფრანგული ფორმაა, შემოსული რუსულის გზით (ფრანგულად გამოითქმის ეჟენი). იხმარება კაცის სახელადაც, როგორც ევგენი-ს საალერსო ფორმა. ოფიციალურ სახელს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს.
ჟუჟუნა (ქართული) " თვალციმციმა ". არსებობს გვარებიც: ჟუჟუნაშვილი, ჟუჟუნაძე